საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბილეთი 2 ოქტომბრისთვის შეიძინა. ამის შესახებ სააკაშვილმა “ფეისბუქზე” ვიდეო მიმართვაში განაცხადა და კიევი- თბილისის ბილეთის ფოტოც გამოაქვეყნა.
სააკაშვილის ჩამოსვლას ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა.
„ეჰ, მეც ავიღე ერთხელ ეგრე ბილეთი და ის რეისი ვაზიანის სამხედრო აეროპორტში ისე დასვეს, რომ რამის ძროხას დაეჯახა“. -წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.
ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში: მიხეილ სააკაშვილი