ტელეჟურნალისტი, „პოლიტიკური პარასკევის“ წამყვანი, ეკა მიშველაძე დღეს ბებია გახდა. მის ქალიშვილს, ასევე ჟურნალისტსა და მომღერალს, მაკო კვიტაიშვილს, პირველი შვილი შეეძინა. მან ვაჟს კიტა დაარქვა.
ბედნიერი ბებია წერს:
„გაჩნდაააა! კიტა გაგუა, 4.700 ❤️ჩემი მაკო დედა გახდაააა და მე ბებია…“
ეკამ ასევე გამოაქვეყნა მაკოს ბავშვობის ფოტო და აღნიშნა:
„აქ 6 წლისაა ჩემო მაკო, სკოლის პირველი დღე აქვს. ასე გაფრინდა წლები და დღეს უკვე დედა გახდა, არაჩვეულებრივი გიგანტი ბიჭის – კიტა გაგუასი ბედნიერებისგან დავფრინავ, ყველანი – მთელი ოჯახი- აქეთ და იქით. ვულოცავ პირველ რიგში, მაკოს და თორნიკეს…“