„ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი იყო, პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას“, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე ეკატერინე ტიკარაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, თანამდებობის დატოვების შესახებ.
მიხეილ სარჯველაძე არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან გადადგა
„ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი იყო. მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობდი. ბუნებრივია, პატივს ვცემ მის განმარტებას და გადაწყვეტილებას. ეკატერინე ტიკარაძე დარჩება, რა თქმა უნდა, იმ გუნდის წევრად, რომელიც რეალურად გააგრძელებს ამავე მიმართულებებით საქმიანობასა და მუშაობას.
ეს ახალი ამბავია ჩემთვის, არ იყო ნამდვილად მოსალოდნელი, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არ ვფლობ ინფორმაციას, რომ შემცვლელზე ან ახალ კანდიდატურაზე იყოს საუბარი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამავე თემაზე: