LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკლესიიდან განკვეთილი ბერის მიმდევრები იმედის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

434
to7to

ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებს, ჟურნალისტსა და ოპერატორს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილი ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა ზემო ფონიჭალაში მაშინ მოხდა, როდესაც “იმედის კვირის” გადამღები ჯგუფი რეპორტაჟის მოსამზადებლად მივიდა.დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე,
154-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ცნობისთვის, ნარიმან მაქარაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო, თითქმის 20 წელია მღვდელმსახურება შეჩერებული აქვს. მას ეკლესია არ აღიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები