LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი: ლარის კურსის რყევები ზომიერია

95
107487383-3158663097556661-3955582479794689409-o

ნათია თურნავას განცხადებით, ლარის კურსის რყევები ზომიერია და ნეგატიური ტენდენციის გაღრმავების არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობს.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, საქართველო გლობალური ეკონომიკის ნაწილია და ახლა მთელი მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისში შევიდა.

„რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვისაც დიდი სიმძიმე და გამოწვევაა. თუ ლარის ბოლოდროინდელ დინამიკას დავაკვირდებით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამოწვევაა ტურიზმის შეზღუდვა, საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, დინამიკა არაა მაინცდამაინც დიდი რყევებით გამორჩეული. რყევები არის ზომიერი, თუ რეგიონის სხვა ქვეყნებს შევადარებთ, პროცენტულადაც რყევები დაბალია. მე ვფიქრობ, რომ არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ნეგატიური ტენდენცია უფრო გაღრმავდეს“, – ამბობს თურნავა და იქვე დასძენს, რომ ნეგატიური მოლოდინები, რა თქმა უნდა, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ლარის კურსზე.

„ინფიცირებულთა ზრდის პარალელურად შეიძლება გაჩნდა მოლოდინები, რომ მთავრობა საყოველთაო შეზღუდვებს მიმართავს, მაგრამ ღიად ვსაუბრობთ, რომ ეს არ მოხდება და ეკონომიკა მუშაობას გააგრძელებს, რაც ამ მოლოდინებს გაანეიტრალებს. ინფლაციის მაჩვენებელი დამაიმედებელია, ჩვენი მოლოდინები პოზიტიურია”,-აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები