LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4,7%-ის ფარგლებშია

1

„2018 წლის 11 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4,7%-ის ფარგლებშია,”- ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საგარეო ვაჭრობის დარგში გაზრდილია როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მაჩვენებლები.

„აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დადებითი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორმა, ასევე ტრანსპორტის, სასტუმროების და ვაჭრობის დარგებმა. ეკონომიკურ ზრდაში უარყოფით წვლილის მქონე საქმიანობა ამ 11 თვის განმავლობაში მშენებლობის დარგში განვითარებული ტენდენციები იყო. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, ექსპორტის მოცულობა 24%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია გასული წლის 11 თვის განმავლობაში. ასევე, 17%-ით არის გაზრდილი იმპორტის მაჩვენებელი,”- აღნიშნა თოდრაძემ.

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის 9 თვის განმავლობაში 27%-ით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. გასული წლის უმსხვილეს პირდაპირი ინსვეტორი ქვეყნები კი აზერბაიჯანი, ნიდერლანდები და გაერთიანებული სამეფოა.

თოდრაძის განმარტებით, ეს მაჩვენებელი განპირობებული იყო იმით, რომ მაგისტრალური გაზსადენის პროექტი დასასრულს უახლოვდება, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა განხორციელდა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რაც უარყოფითად მოქმედებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაზე.

რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 1,1% -ით არის შემცირებული. 2018 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე 12,8%-ით განისაზღვრა.

საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაცის დონე 1,5%-ით განისაზღვრა, რაზეც გავლენა მოახდინა შემდეგმა პროდუქტებმა: პური, თამბაქოს ნაწარმი, ელექტროენერგიის გადასახადი, საწვავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g