LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, რეგიონში მოვიპოვეთ ლიდერის სტატუსი – მინისტრი

40
tunravaaaa

ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ჩვენ რეგიონში მოვიპოვეთ ლიდერის სტატუსი და რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი მიზანმიმართული, ეკონომიკის წამახალისებელი პოლიტიკის შედეგი, – განაცხადა ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის – „ეკონომიკა – 2030″ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის პროგრამები, რასაც ხელისუფლება ახორციელებდა და დღესაც ახორციელებს მცირე ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების, ექსპორტის წახალისების მიმართულებით.

„ბიზნესი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, არის თავისუფალი თავის არჩევანში. ჩვენ ახლა რეალურად ვავითარებთ კერძო ბიზნესის ინიციატივაზე დამყარებულ ეკონომიკას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის პროგრამები, რასაც ჩვენ ვახორციელებდით და დღემდე ვახორციელებთ მცირე ბიზნესის, ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის წახალისების მიმართულებით. როდესაც ვსაუბრობთ, რომ პანდემიით გამოწვეული ვარდნის შემდეგ, როდესაც 2020 წელს – 6,2% ეკონომიკური ვარდნა გვქონდა, ჩვენ რეგიონში ეკონომიკური ტემპების თვალსაზრისით, ერთ-ერთ ლიდერ სახელმწიფოდ დავრჩებით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება გაათმაგებული ძალისხმევა, რომ მივაღწიოთ კვლავ ლიდერის სტატუსს. ბოლო თვეებში ვხედავთ, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. უპრეცედენტო ზრდა გვქონდა აპრილში, უპრეცედენტო, ორნიშნა ზრდა იყო მაისში, რაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლოს სულ მცირე 8%-იანი ზრდით დავასრულებთ წელიწადს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ სრულად გავანულებთ გასული წლის ვარდნას და გადავალთ აბსოლუტურ ზრდაზე. „ხოლო შემდეგ, 2025-2030 წლებში კვლავაც შევინარჩუნებთ საშუალოდ 5 -5,2%-იან ეკონომიკურ ზრდას, რაც ჩვენ განგვიმტკიცებს ეკონომიკური ზრდის რეგიონული ლიდერის სტატუსს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები