LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია: „აუცილებელია, ფრენის პირველ დღეს საქართველომ მსოფლიოს საკუთარი სახე აჩვენოს – აეროპორტში გასაპროტესტებლად კოლონით მივალთ“ 

226
ელენე ხოშტარია

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, 19 მაისს, რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ საქართველოს მიმართულებით პირველი ფრენის დღეს, აქციას აანონსებს.

როგორც ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოქალაქეები 12:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და ავტოკოლონით აეროპორტისკენ გაემართებიან.

ელენე ხოშტარიას თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ საქართველოში რუსული ავიაკომპანიების შემოსვლა გააპროტესტოს:

დეგნანი: არ ვიცი, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე საჩუქარს ქვეყნიდან, რომელიც სასტიკი აგრესორია – არსებობს უსაფრთხოების საკითხებიც, არის თუ არა ავიაკომპანია სანქცირებული, აქვთ თუ არა თვითმფრინავებს სათანადო ნაწილები

„ავიაკომპანია „აზიმუტი“, რომელიც ვერც ერთ ევროპულ სახელმწიფოში ვერ დაფრინავს, ვერ ჯდება ვერც ერთ ევროპულ აეროპორტში. ის აკრძალულია იმიტომ, რომ აკეთებს იმ თვითმფრინავებს, იმ ბომბმშენებს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დაბომბა, რომელიც დღეს უკრაინას ბომბავს, ხოცავს ადამიანებს და ამ ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობამ, ჩვენს ზურგს უკან, ჩვენი ინტერესების ღალატით, უთხრა, რომ მობრძანდით და იფრინეთ.

ალუდა ღუდუშაური: ელენე ხოშტარია ალბათ პირველი იქნება ვინც ჩაფრინდება და რუსეთიდან რუბლებს პირდაპირ „ქეშად“ აიღებს

„ამ პროცესებმა ლუსტრაცია მოახდინა, ვისაც ნიღაბი ჰქონდა, ყველას ჩამოძვრა - საზოგადოებამ დაინახა, ვინ ვინ არის“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.

ასევე ეს არის ავიაკომპანია, რომლის ერთ-ერთი მეწილე არის პუტინთან ჩახუტებული, მოღალატე, სისხლში ამოსვრილი ადამიანი. ზუსტად ისეთ სისხლში, როგორც ყველა ის ხომალდი, რომელიც საქართველოში აპირებს რომ იფრინოს.

ჩვენ შევუერთდებით ყველა აქციას, რომელიც უკვე თვითორგანიზებით იგეგმება, დღეს პარლამენტის უკან, დღეს, კანცელარიასთან, აბსოლუტურად ყველგან ვიქნებით. ამასთან, მივიჩნევთ, რომ აუცილებელია, ფრენის პირველ დღეს საქართველომ რუსეთს, უკრაინას და მსოფლიოს აჩვენოს საკუთარი სახე.

ამიტომ ეს თვითმფრინავი აქ კომფორტულად ვერ ჩამოფრინდება, ჩვენ უნდა დავდგეთ პირველი ფრენის დროს და ვაჩვენოთ სადაა ქართული საზოგადოება, ამიტომ 19 რიცხვში, როცა დანიშნულია პირველი ფრენა, 12:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და კოლონით წავალთ ამ მოღალატეობრივი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად.“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 10 მაისს გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესაბამისი განკარგულება 15 მაისიდან ამოქმედდა. საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლას კომპანია Azimuth Airlines განახორციელებს.

ავიაკომპანია „აზიმუტმა“ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებგვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები