LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: „საშიში გეგმები აქვთ.. ომისთვის უნდა ვემზადებოდეთ ყველანი“

5236
Untitled design (2)

“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ეხმიანება სოციალურ ქსელში, დიმიტრი მედვედევის პირად ანგარიშზე გამოქვეყნებულ ტექსტს, რომელიც მალევე წაიშალა.

მედვედევის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს – სტატუსი 10 წუთში წაიშალა

როგორც ელისაშვილი წერს, რუსებს საქართველოსთან მიმართებით ძალიან საშიში და კონკრეტული გეგმები აქვთ:

“ეს დაწერა მედვედევმა და მერე წაშალა. ისტორიის გაგებაში რომ არაა, ფაქტია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ რუსებს ჩვენთან მიმართებით ძალიან საშიში და კონკრეტული გეგმები აქვთ და რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო ამის საპირისპიროდ: ევროპელებს და ამერიკელებს ლანძღავს და ლაჩრულად “აბა ომი გინდა”-ს გაიძახის დღენიადაგ. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანას ვაძლიერებდეთ და ომისთვის ვემზადებოდეთ. დიახ, ომისთვის უნდა ვემზადებოდეთ ყველანი.

ზუსტად იმას არ ესხმიან თავს, ვინც ომისთვის მზადაა, თორემ ჩვენნაირ გასაცოდავებულ ქვეყნებს პირველ რიგში ჩაგრავენ და აგერ გვეუბნება კიდეც ეს ურჯულო მედვედევი უნდა დაგიპყროთო”, – წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის პირად გვერდზე სოციალურ ქსელში – ВКонтакте, გამოქვეყნდა სტატუსი, რომელშიც მედვედევი რუსეთის საზღვრების აღდგენაზე და მეზობელ ქვეყნებზე საუბრობს.

ამ დროისთვის სტატუსი სოციალურ ქსელში აღარ იძებნება, პოსტი 10 წუთში წაიშალა, თუმცა მისი “სქრინშოტი” საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა რუსმა ჟურნალისტმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა.

მედვედევის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში საუბარია საქართველოზე და აღნიშნულია, რომ საქართველო რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს.

ცოტა ხნის წინ, რუსულმა საინფორმაციო სააგენტო Tass-მა გაავრცელა მედვედევის თანაშემწის კომენტარი, რომელშიც ოლეგ ოსიპოვი ამბობს, რომ მედვედევის გვერდი გატეხეს.

იხილეთ ვრცლად:

„გვერდი გატეხილია“ – თანაშემწე ამბობს, რომ მედვედევს საქართველოზე პოსტი არ დაუწერია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g