LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემილი ბლანტი „ჰარპერ ბაზარისთვის“  საკუთარი ხალათების კოლექციით პოზირებს (ფოტო)

372
mlblnt-nws2020

„მერი პოპინსის“ და „ჩუმი ადგილის“ ვარსკვლავი ემილი ბლანტი ამჯერად გამოცემა „ჰარპერ ბაზარის“ გმირი გახდა. მსახიობმა ვრცელი და გულახდილი ინტერვიუ მისცა გამოცემას და ბრუკლინში მდებარე სახლიდან ულამაზესი ფოტოების სერია შემოგვთავაზა. ახალ ფოტოებზე 36 წლის ვარსკვლავი ხალათების საკუთარი კოლექციიდან პოზირებს და ულამაზეს ფორმაშია.

ემილი ბლანტი ვრცლად საუბრობს იმაზე, რამდენად რთული იყო მისთვის მშობლიური ლონდონის დატოვება და ამერიკაში გადასვლა. ამის მიზეზი კი ემილის ქმარი, მსახიობი ჯონ კრაზინსკია, რომლისგანაც ბლანტს ორი ქალიშვილი ჰყავს.

ვრცელ ინტერვიუსა და ახალ ფოტოებს მკითხველი „ჰარპერ ბზარის“ ახალ ნომერში იხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები