LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემოციური გამოხმაურებები და მადლობა ხვიჩა კვარაცხელიას: „ულამაზესია ეს ბაღანა. ეს ნაპერწკლებიანი, ანთებული თვალები ლაპარაკობენ მის გარდაუვალ დიდ მომავალზე. მთელი ვნებით თამაშშია“

655
BeFunky-collage

გუ­შინ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ყუ­რა­დღე­ბა „დი­ე­გო მა­რა­დო­ნას­კენ“ იყო მი­მარ­თუ­ლი, სადაც „ნა­პო­ლიმ“ „იუ­ვენ­ტუ­რი“  5:1 და­ა­მარ­ცხა.

„ნაპოლის“ ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში ტურინის იუვენტუსს გოლი 39-ე წუთზე გაუტანა.

რა ხდებოდა სტადიონზე, მას შემდეგ, რაც კვარამ „იუვენტუსს“ გოლი გაუტანა - ემოციურ კადრებს რუსკა მაყაშვილი გვიზიარებს

რუსკამ  კვარას  გატანილი გოლის შემდეგ ქართველი ქომაგების ემოციები გადაიღო და გამომწერებს გაუზიარა.  

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მუხ­ტი იგ­რძნო­ბო­და სტა­დი­ონ­ზე მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ნე­ა­პოლ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად ხვი­ჩას სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ ჩა­ვიდ­ნენ.

ფოტო: „ქართული ოცნების“ ლიდერების „სელფი“ ნეაპოლიდან

ვიდეო: კვარას მორიგი გოლი და La Gazzetta dello Sport-ის პოსტი ქართველ ფეხბურთელზე

ვიდეო: როგორ ქომაგობენ ხვიჩა კვარაცხელიას ქართველები

ისინი კი, ვინც სტადიონზე არ იმყოფებოდა, ემოციებს სოციალურ სივრცეში ვერ მალავდნენ. ხვიჩა კვარაცხელიას მორიგ შთამბეჭდავ თამაშს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

„უმაგრესი ბიჭია! ფენომენი, ფე ნო მე ნიიი! გენაცვალე მაგ გულში ხვიჩა.

უდიდესი თამაში ითამაშა“, – წერს „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

„ულამაზესია ეს ბაღანა. ეს ნაპერწკლებიანი, ანთებული თვალები ლაპარაკობენ მის გარდაუვალ დიდ მომავალზე. მთელი ვნებით თამაშშია.

ადრე რონალდინიოს ვარსკვლავებიანი, მოცინარი თვალები მახარებდა, მიუხედავად იმისა, ფეხბურთის მაყურებელი ზოგადად არ ვარ. იმას სიხარული ეტყობოდა, არა ტანჯვა, არა “სამუშაოს ტვირთი”, არა დაძაბული მიზანი, არამედ, ცეკვა, კუნტრუში, ტკბობა, ხოდა ვუყურებდი სამბას გაკვეთილებივით“, – წერს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.

 

 

„კვარაცხელიას ბენეფისი იყო ნეაპოლში დღეს – ის დაბრუნდა, დაბრუნდა ნამდვილი კვარა და თანაც, გოლით და 2 საგოლე გადაცემით.

და ეს ყველაფერი მოახერხა “იუვენტუსთან”, სერია A-ს მე-18 ტურში, ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, რომელსაც ბოლო 8 თამაშში გოლი არ ჰქონდა მიღებული.

ნაპოლიმ 5:1 მოიგო.

სადაც სამართალია, ოსიმენის პირველი გოლიც კვარას დამსახურებაა, მაგრამ ის სტატისტიკაში საგოლედ არ ითვლება.

კვარაცხელიამდე იუვესთვის გოლი ლევან მჭედლიძესაც აქვს გატანალი“, – წერს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი.

 

„მადლობა ხვიჩა!!!✊??

შენ დღეს სრულიად საქართველოს მიულოცე შენი სასწაული თამაშით ახალი 2023 წელი! ❤️

მადლობა შენ, რომ ყველა ჩვენ დაგვაბრუნე იმ რეალურ ფიქრებში,რომ ჩვენს ქვეყანას აქვს დიდი საფეხბურთო ისტორია და გვაქვს

იმედი, რომ აწმყოში შეძლებს საქართველოს ნაკრები გამოჩნდეს მსოფლიო საფეხბურთო რუკაზე,ასევე მადლობა მამარდას ძალიან მაგარი თამაშისთვის ვალენსიის რიგებში!

გაგიმარჯოთ ქართველებო და გილოცავთ შობა-ახალ 2023 წელს!

 

მადლობა ხვიჩა!!!✊??
შენ დღეს სრულიად საქართველოს მიულოცე შენი სასწაული თამაშით ახალი 2023 წელი! ❤️
მადლობა შენ, რომ…

Posted by Zura Khachidze on Friday, 13 January 2023

 

 

უფლის წყალობა და სიყვარული არ მოგვაკლდეს სრულიად საქართველოს!!!ამინ“,- წერს ზურა ხაჩიძე.