გუშინ სრულიად საქართველოს ყურადღება „დიეგო მარადონასკენ“ იყო მიმართული, სადაც „ნაპოლიმ“ „იუვენტური“ 5:1 დაამარცხა.
„ნაპოლის“ ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში ტურინის იუვენტუსს გოლი 39-ე წუთზე გაუტანა.
განსაკუთრებული მუხტი იგრძნობოდა სტადიონზე მყოფი ქართველებისგან, რომლებიც ნეაპოლში სპეციალურად ხვიჩას საგულშემატკივროდ ჩავიდნენ.
რა ხდებოდა სტადიონზე, მას შემდეგ, რაც კვარამ „იუვენტუსს“ გოლი გაუტანა - ემოციურ კადრებს რუსკა მაყაშვილი გვიზიარებს
რუსკამ კვარას გატანილი გოლის შემდეგ ქართველი ქომაგების ემოციები გადაიღო და გამომწერებს გაუზიარა.
დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე უამრავი ქართველი ქომაგი იმყოფებოდა.
მათ შორის იყვნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები. ფოტო „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე შალვა პაპუაშვილმა გაავრცელა.
როგორც ფოტოდან ჩანს, კვარაცხელიას საგულშემატკივროდ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ირაკლი კობახიძე, ბექა ოდიშარია, ვიქტორ სანიკიძე, ირაკლი ჩიქოვანი და გიოგი ამილახვარი იმყოფებოდნენ.
ვიდეო: კვარას მორიგი გოლი და La Gazzetta dello Sport-ის პოსტი ქართველ ფეხბურთელზე
ვიდეო: როგორ ქომაგობენ ხვიჩა კვარაცხელიას ქართველები