LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენერგოომბუდსმენი ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება

98
BeFunky-collage (1)

ენერგოომბუდსმენი ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება. ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სემეკი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს, ყველა წინაპირობა არსებობს იმისა, რომ ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს და მატება შეეხოს საქართველოს მოსახლეობას მთლიანად.

„სემეკმა დააკმაყოფილა ყველა რეკომენდაცია, ამოიღო ყველა არააუცილებელი ხარჯი და დატოვა მხოლოდ და მხოლოდ ის ხარჯები, რომელიც საკმარისი შეიძლება იყოს კომპანიის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და სათანადო ხარისხის მიწოდებისთვის. შესაბამისად, ამ მხრივ მომხმარებლის უპირატესი ინტერესი გათვალისწინებულია, მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით და ჩემი პირველადი პროგნოზით, არსებობს ყველა ის წინაპირობა, რომელიც სამწუხაროდ მივა იქამდე, რომ დაკორექტირდება ტარიფი, ოღონდ სამწუხაროდ ზრდის თვალსაზრისით“, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

დენი ძვირდება: ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია

“ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია.