LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექთანს, რომლის მდგომარეობაც აცრის შემდეგ დამძიმდა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მიიღებს

438
publika.ge-1-7-1024x580-2020-04-22-08-55-13-156665

ექთანს, რომელიც ახალციხიდან გადმოჰყავს კატასტროფის მედიცინის ჯგუფს, თბილისში მიიღებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა. როგორც “ფორტუნას” კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა, საავადმყოფოში არ იყო თავისუფალი ადგილები, თუმცა მალვე გახდა ცნობილი, რომ შეძლეს ადგილის გამოთავისუფლება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს პრესკონფერენციაზე  თქვა, რომ ექთნის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, საქმე ეხება ვაქცინაციის შემდეგ უიშვიათეს გართულებას.

“ანაფილაქსური შოკი არის აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას” – ზურაბ გურული

“ხმა მიწყდებოდა, მე დღეს ამ საკითხზე ყველაზე მეტად ვნერვიულობ და განვიცდი” – ამირან გამყრელიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g