“გამყრელიძე კლინიკურად ჯანმრთელია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილი კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს.

“ნიკა გამყრელიძე კლინიკურად ჯანმრთელია. რადიოლოგიურადაც კარგი მდგომარეობა აქვს, თუმცა ჯერ ვაწარმოებთ დაკვირვებას და ერთ-ორ დღეში აუცილებლად გაეწერება” – აცხადებს ენდელაძე.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 73 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგან 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

როგორ დაბრუნდნენ ევროპიდან საქართველოში უსაბუთო ემიგრანტები

 

მსგავსი თემები