LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი წლის გოგონა, რომელიც დედოფალ ელისაბეთის ასლია –  თავად დედოფალი აღტაცებას ვერ მალავს

4006
elizaberth

ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ერთი წლის ჯალეინ საზერლენდის ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში მისმა ოჯახმა განათავსა. ერთი წლის გოგონა ზუსტად ისეა ჩაცმული, როგორც ბრიტანეთის დედოფალი ელისაბეთი, მას შლაპა ახურავს და ძაღლებით არის გარშემორტყმული.

ეს ფოტო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა და უინძორის სასახლემდეც მიაღწია. მალევე ამ ფოტოს თავად სასახლის ადმინისტრაცია გამოეხმაურა. წერილი დედოფალმა პატარა ჯალეინის დედას მისწერა, რომელიც ამ ფოტოს ავტორია. ელისაბეთი მადლობას უხდის ოჯახს შინაური ცხოველების პატივისცემისა და სიყვარულისთვის და მათ შობას ულოცავს. დედა ამბობს, რომ მათ უინძორის სასახლიდანაც დაურეკეს და გადასცეს, რომ დედოფალი პატარა ჯალეინის ფოტოთი აღფრთოვანებულია.

დედოფალს პრინცი ფილიპის 100 წლის იუბილეზე ვარდი სახელად „ედინბურგის ჰერცოგი“ აჩუქეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები