LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ფოტო კიევში გადავუღე, უხასიათოდ მომეჩვენა და ვუთხარი კიდეც, მგონი დეპრესიაში ხართ-თქო, არ მიპასუხა” – ნანუკა ჟორჟოლიანის ემოციური მილოცვა სააკაშვილს

880
BeFunky-collage (2)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 21 დეკემბერს 54 წლის გახდა. ექსპრეზიდენტს იუბილეს ულოცავს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში:

ვიდეო: ჰაერში გაშვებული ფრანები და სააკაშვილის მიმართვა დაბადების დღის მისალოცად მისულ მხარდამჭერებს – როგორ მიულოცეს ექსპრეზიდენტს იუბილე

“ეს ფოტო ერთი წლის წინ, კიევში გადავუღე. ამ ჩასვლაზე განსაკუთრებით უხასიათოდ მომეჩვენა და ვუთხარი კიდეც, მგონი დეპრესიაში ხართ-თქო, არ მიპასუხა.

მე არ ვიცი საბოლოოდ ვისი სიტყვა აღმოჩნდა გადამწყვეტი, მაგრამ მისი ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება სამშობლოში დაბრუნება იყო, ახლა უკვე ზუსტად ვიცი რომ საკუთარ თავთან გასწორდა.

მითების დანგრევის მიღმა, ადამიანური ბუმერანგები უფრო საჭიროა ხშირად, რომ ფსკერს ხელი დავადოთ და შემდეგ ისევ ამოვყვინთოთ. დარწმუნებული ვარ რომ მიშა ახლა უკვე ამოყვინთავს.

ადამიანური იმედგაცრუებების და ძალიან დიდი რისკების მიღმა (საკუთარი სიცოცხლე დადო სასწორზე) საკუთარი შეხედულებების გადაფასების შანსიც ახლა მისცა ცხოვრებამ და მე ვიტყოდი რომ 2003 წლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი აქვს.

ვუსურვებ ჯანმრთელობას და ხალხის სიყვარულს, (რაც სინამდვილეში ყველაზე მეტად კვებავს) დანარჩენს თვითონ მიხედავს. სულ რომ მარტო დარჩეს. დაბადების დღეს გილოცავ მიშა. ყოველთვის გამარჯვებული იყავი”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g