LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჰაერში გაშვებული ფრანები და სააკაშვილის მიმართვა დაბადების დღის მისალოცად მისულ მხარდამჭერებს – როგორ მიულოცეს ექსპრეზიდენტს იუბილე

256
BeFunky-collage

ჟურნალისტებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე მიულოცეს და გაამხნევეს.

გორის ჰოსპიტალთან შეკრებილებმა ფრანები გაუშვეს და საქართველოს ჰიმნი ჩართეს.

ისმოდა შეძახილები: „მიშა! მიშა!“

გისოსებს მიღმა მყოფი ექსპრეზიდენტი მომხრეებს გამოეხმაურა და მათ სიტყვითაც მიმართა.

ექსპრეზიდენტმა მხარდამჭერებს დღეს, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, 18:00 საათზე დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

მიხეილ სააკაშვილი 21 დეკემბერს 54 წლის გახდა.

ვიდეოებს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g