საპროტესტო გამოსვლები რუსთაველის გამზირზე საღამოს 7 საათიდან განახლდება. მანამდე აქციის ორგანიზატორები საზოგადოებას საკუთარი გეგმების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. როგორც მიშა მშვილდაძე, დღეს, 12 საათზე ჩატარდება ბრიფინგი, სადაც ხელისუფლებას შესთავაზებენ გზას, როგორ შეიძლება, ჩატარდეს პროპორციული არჩევნები პარლამენტის უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერის შედეგად.
აქციის მონაწილეების გეგმა არის, რომ გააგრძელონ პროტესტი, სანამ ქვეყანას არ ექნება ღირსეული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა.
საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნები 3 პუნქტს მოიცავს
„ბრიფინგზე იქნება საინტერესო ამბავი. ჩვენ შევთავაზებთ ერთ დავიწყებულ გზას, რომელიც ამხელს სინამდვილეში ამ ადამიანებს. სინამდვილეში პროპორციული არჩევნების მიღება თუ უნდოდათ ამ ადამიანებს, კიდევ ერთ საშუალებას დავანახებთ ჩვენ, ძალიან მარტივს. არის შესაძლებლობა, რომ პროპორციული არჩევნები მივიღოთ ისე, რომ 113 ხმა არ იყოს საჭირო. უბრალო უმრავლესობითაც არის შესაძლებელი, თუ არის ამის პოლიტიკური ნება უბრალო უმრავლესობაში. ჩვენ, ბუნებრივია, ვხდებით, რომ მსგავსი არაფერი ხდება და კლოუნადაში ვმონაწილეობთ. ეს იქნება უბრალოდ მხილება“, – განაცხადა მიხეილ მშვილდაძემ.
რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე გაშლილ 10-მდე კარავში გაათენა ღამე. მათ შორის იყვნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.
პერიმეტრზე უსაფრთხოების მიზნით განლაგებულნი არიან საპატრულო ეკიპაჟები.აქციის ორგანიზატორები კვირას მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.
ყველა გასასვლელის ბლოკირებას მოვახდენთ – აქციები იწყება (ვიდეო)
რუსთაველის გამზირზე აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო, მოგვიანებით, კი მომიტინგეებმა კარვებიც გაშალეს.
"პაიკების ამხედრება მეფის წინააღმდეგ" არ შედგა.
არასაკმარისი 101 ხმა - კანონპროექტი ჩავარდა: პროპორციული სისტემა არ იქნება