LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა გასასვლელის ბლოკირებას მოვახდენთ – აქციები იწყება (ვიდეო)

169
75492413-1188642871330905-4015863686697582592-n

პარლამენტის შენობასთან მობილიზებული სამოქალაქო ატივისტები საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას აკრიტიკებენ და მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ.

მოძრაობა ,,სირცხვილიას წარმომადგენელი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილმა ამ გადაწყვეტილებით საკუთარ მოქალაქეებს ომი გამოუცხადა.

მისივე თქმით, ისინი პარლამენტის შესასვლელებს გადაკეტავენ და ფართომასშტაბიან აქციასაც დაიწყებენ.

,,ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა შანსი, 2020 წლის არჩევნებზე ყველა კითხვაზე გაეცა პასუხი, თუმცა მან ეს გზა არ აირჩია. შესაბამისი იქნება საზოგადოების მოქმედებაც. დავიწყებთ, როგორც მინიმუმ, ცენტრალურ გამოსასვლელს, შევეცდებით ბლოკირება მოვახდინოთ, რათა მინიმუმ დისკომფორტი იგრძნონ ამ არამზადებმა, იმისთვის რომ ცდილობენ ჩვენს ქვეყანას წაართვან მომავალი”- აღნიშნა მაქარაშვილმა

საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და ჩააგდო. პირველ ცდაზე რეგისტრაცია 138-მა დეპუტატმა გაიარა, მობილიზების შემდეგ — 139, მესამე მცდელობაზე — 141. კანონპროექტის მომხრე 101 დეპუტატი იყო, კანონპროექტის მისაღებად კი 113 ხმა იყო საჭირო.

ეს იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემბით და 3-პროცენტიანი ბარიერით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g