წინასწარვე არსებობს მოლოდინები, რომ საუბარი შეეხება იმ მთავარ კრიზისს, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ახლა არსებობს, – ასე ეხმიანება “გირჩის” წევრი, იაგო ხვიჩია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტს საქართველოში.
“ვფიქრობ, პირველ რიგში ეს არის ნიშანი, რომ ჯერ კიდევ ვახსოვართ მეგობრებს და ყველაფერს აკეთებენ, რათა კრიზისიდან გამოგვიყვანონ. მე მათ წარმატებას ვუსურვებ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი კონფლიქტის განსამუხტად. თუ არ განიმუხტება კონფლიქტი, როგორც „ქართულ ოცნებას“ ასევე ოპიზიციას მოუწევთ, რაღაცნაირად ახსნან, რატომ არ გაითვალისწინეს მეგობრის აზრი. ჩემი აზრით, მინიმუმ ეს მნიშვნელობა ექნება. ჩვენ ვისაუბრებთ ყველაფერზე, რასაც ვასაუბრობდით აქამდე, მათ შორის შერიგების მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ როგორ ვუყურებთ კონფლიქტის მოგვარების გზებს“. – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს, ხოლო ქვეყანას 2 მარტს დატოვებს.
თბილისის შემდეგ კი მას აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ერთ სახელმწიფოში, უკრაინაში ელოდებიან.
ამავე თემაზე:
საქართველოში ვიზიტამდე: შარლ მიშელი მოლდოვის პრეზიდენტს შეხვდა