LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ყველაფერი არ კეთდება იმიტომ, რომ ნატალია ილიჩოვა იყოს დაპატიმრებული“ – ნუგზარ წიკლაური

229
nugzar wiklauri

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის გახმაურებულ საქმეს პოლიტიკურ მოტივირებად მიიჩნევს ნუგზარ წიკლაური.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობის წევრი ფიქრობს, რომ გამოძიების მთავარი სამიზნე კომისიის დაკავებული წევრები არ არიან.

„არავის არ აინტერესებს არც ქალბატონი ილიჩოვა და არც ბატონი მელაშვილი. მიზანი არის პოლიტიკური და ეს პოლიტიკური მიზანი მიდის იქითკენ, რომ მთავარი პოლიტიკური ძალის „ნაციონალური მოძრაობისა და პერსონალურად მიხეილ სააკაშვილისკენ იყოს ისრები გადატანილი”,- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა გადაცემა „რეალურ დროში“.

ოპოზიციის წევრი დავით გარეჯისა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვირ დელიმიტაციის საქმეზე დაკავებულებს ხელისუფლების მძევლებად მიიჩნევს.

„ამ საქმეს არ აქვს სამართლებრივი შინაარსი ქალბატონი ილიჩოვა და ბატონი მელაშვილი არიან ნამდვილი მსხვერპლი და მძევლები წინა საარჩევნო რბოლის, ეს საქმე დატვირთულია პოლიტიკური შინაარსით.“ – აცხადებს წიკლაური.

ნაციონალური მოძრაობის წევრი ასევე საუბრობს საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაუარესების საფრთხეზეც.

“ვთქვათ და დავიჯერეთ, რომ არსებობდნენ ავკაცები, რომლებმაც გაყიდეს ქართული მიწა გარეჯი და იფიქრეს, რომ ეს შეუმჩნეველი დარჩებოდა. ვინ არის მყიდველი ხომ უნდა ვიცოდეთ მაშინ? მყიდველი არის აზერბაიჯანი, რომელმაც ყველა წესის დარღვევეით თვალთმაქცურად, მუხანათურად დაიწყო ვაჭრობა საქართველოსთან.“- განაცხადა ნუგზარ წუკლაურმა.

 

 

magti 5g