ქართველი მომღერალი ლიზი გოზალიშვილი The Voice of Germany-ის მეორე ეტაპზე „რინგზე“ წარდგა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.
ლიზი გოზალიშვილმა, გერმანელ-იტალიელი მომღერლის და მწვრთნელის ჯოვანი ზარელას გუნდის ერთ-ერთ წევრ ნიკოლ შოლცთან ერთად იმღერა.
„ესეც ჩემი გამოსვლა ,,ვოისის“ მეორე ეტაპზე – რინგზე ?⭐️
რინგი ემოციურად ყველაზე რთული ეტაპია: იბრძვი საკუთარი გუნდის წევრის წინააღმდეგ.
თუმცა, ახალი წესების მიხედვით, მწვრთნელს უფლება აქვს რიგნიდან შემდეგ ეტაპზე გადაიყვანოს ერთ-ერთი, ორივე ან არცერთი მონაწილე“. – წერს ლიზი გოზალიშვილი და შემდეგ ეტაპზე გადასვლის ვიდეოს აზიარებს.
„ვოისში ადგილების რაოდენობა და დრო შეზღუდული გვაქვს. თქვენს შორის გადავა ერთი. ის, ვინც ნამდვილი მებრძოლია. რათა ყველა სიტუაციას მოერგო და მზად იყო ნებისმიერ მონაწილის წინააღმდეგ საბრძოლველად და ასეთი ამ შემთხვევაში ჩემთვის არის ლიზი“. – აღნიშნა ჟიურიმ.
ესეც ჩემი გამოსვლა ,,ვოისის“ მეორე ეტაპზე – რინგზე ?⭐️
რინგი ემოციურად ყველაზე რთული ეტაპია: იბრძვი საკუთარი გუნდის წევრის წინააღმდეგ.
თუმცა, ახალი წესების მიხედვით, მწვრთნელს უფლება აქვს რიგნიდან შემდეგ ეტაპზე გადაიყვანოს ერთ-ერთი, ორივე ან არცერთი მონაწილე.
Copyright: ProSieben/SAT.1/Joyn
Posted by Lizi Gozalishvili on Saturday, October 21, 2023
ვიდეო: მოულოდნელი სიურპრიზი – რა მოხდა კულისებში, სანამ ლიზი გერმანულ „ვოისში“ სცენაზე გავიდოდა