LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა ადასტურებს, რომ მმართველი ძალისთვის ქვეყნის ინტერესებზე წინ ვიწროპარტიული ინტერესები დგას: თეონა აქუბარდია

128
თეონა აქუბარდია

„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის თეონა აქუბარდიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველი ძალისთვის ქვეყნის ინტერესებზე წინ ვიწროპარტიული ინტერესები დგას. მისივე განმარტებით, მმართველი გუნდი „არ აპირებს დემოკრატიული რეფორმების ჩატარებას“.

აქუბარდიას განმარტებით, ეს არის „ქართული ოცნების“ მორიგი ტყუილი, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისგან აშორებს.

რაში სჭირდება ჩემი მცდელობა, რომ ამათ დახმარება შეუჩერონ, ღარიბაშვილის დანახვა საკმარისზე მეტია: მიხეილ სააკაშვილი

ლევან იოსელიანი: ევროკავშირი „ოცნებას“ აფრთხილებდა, თუ საქართველომ მაკროფინანსური დახმარება ვერ მიიღო, პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება

„ევროკავშირის მიერ მაკროსაფინანსო დახმარების ფარგლებში მორიგ ტრანშზე – 75 მილიონი ევროს მიღებაზე პრემიერის უარი თითქოს იმ მოტივით, რომ მათ სესხი აღარ სჭირდებათ, არის „ქართული ოცნების“ მორიგი ტყუილი და კიდევ ერთი ნაბიჯი, რაც საქართველოს აშორებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისგან.

ამ დახმარებას გააჩნია არა მხოლოდ ფინანსური, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა, რადგან ევროკავშირში წევრობა დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გარეშე არ ხდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს მთავრობა არაერთგზის გააფრთხილა, რომ ამ რთულ უსაფრთხოების გარემოში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით რეფორმები ახლა ისე საჭიროა, როგორც არასდროს და საქართველოს მთავრობას უნდა ეჩვენებინა პოლიტიკური შეთანხმების და ამ რეფორმების დღის წესრიგის ერთგულება. მაკროსაფინანსო დახმარებაც, რომელიც სექტემბერში იყო დაგეგმილი სწორედ რეფორმების წინაპირობა იყო.

ამის საპირისპიროდ კი მმართველმა ძალამ, იცის რა, რომ ამ ტრანშს ვერ მიიღებს რეფორმების განხორციელების გარეშე, გადაწყვიტა, რომ მოსახლეობისთვის თავად ეთქვათ ამ დახმარებაზე უარი, თითქოს იმ მოტივით, რომ მათ ეს ფული არ სჭირდებათ.

შესაბამისად, ამ განცხადებითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მმართველი ძალისთვის ქვეყნის ინტერესებზე წინ ვიწროპარტიული ინტერესები დგას, ის არ აპირებს დემოკრატიული რეფორმების ჩატარებას, რაც ქვეყნის ევროკავშირში წევრობის გზა არის და ამით აძლიერებენ კრემლის შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებებში.

სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ 2 ოქტომბერს „ქართული ოცნება” გავისტუმროთ ხელისუფლებიდან”, – განაცხადა აქუბარდიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები