LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროკავშირს სთხოვს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს“ – სოფო ლილუაშვილმა კარლ ჰარცელს ნიკა გვარამიას წერილი გადასცა

791
BeFunky-collage (9)

ნიკა გვარამიას მეუღლე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ხვდება. შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, სოფო ლილუაშვილმა ელჩს ნიკა გვარამიას წერილი გადასცა.

როგორც სოფო ლილუაშვილმა აღნიშნა, ნიკა გვარამია ელჩს სწერს, რომ ევროკომისიამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და დააკმაყოფილოს საქართველოს განაცხადი.

“ვინაიდან ახლა აქტიურად მიმდინარეობს ევროპულ ინსტიტუტებში საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განხილვები, ნიკას სურს, რომ თავისი პოზიცია და მოსაზრება გააცნოს ევროპულ ინსტიტუტებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ ის არის დღეს პოლიტპატიმარი, ნიკაც და ჩვენც – მისი ოჯახი, ვთვლით, რომ ევროპულ ოჯახში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს საქართველოსთვის და ვთხოვთ ევროპულ კომისიას, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი”, – განაცხადა სოფო ლილუაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.

„სასამართლომ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს თავი აარიდა, განაჩენი არსებითად დაუსაბუთებელია“ – ლომჯარია პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები