LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩემი უფროსია ქართველი ხალხი” – ირაკლი ღარიბაშვილი

77
BeFunky-collage (10)

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას გამოეხმაურა.

ღარიბაშვილის განცხადებით, “ევროპარლამენტარი მისი უფროსი არ არის”.

„თუ მათ აინტერესებთ საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა, უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ. არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს, რომ ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები – თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ: ვიოლა ფონ კრამონი

ჟურნალისტის კითხვას, მისი აზრით, იტყუებიან თუ არა ევროპარლამენტარები, როცა ამბობენ, რომ ეს თანხა იყო დახმარება, ღარიბაშვილი ასე პასუხობს:

“არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს, რომ ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებით სესხის აღებაზე ვთქვით უარი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები