LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპული საქართველო“ და „დროა“ უკრაინის მხარდამჭერ აქციას უერთდებიან – ესაა ჩვენი მორალური ვალდებულება და ეროვნული ინტერესი

64
BeFunky-collage

„ევროპული საქართველო“ უკრაინის მხარდამჭერ აქციას შეუერთდება, რომელიც უკრაინელების მიერ, პარლამენტთან, 20:00 საათზე დაიგეგმა.

მოვითხოვთ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას – პარლამენტთან აქცია დაანონსდა

პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა მორალური ვალდებულება და ეროვნული ინტერესია.

“ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც ყველა თავისუფლების მოყვარე ადამიანისთვის მსოფლიოში, უკრაინის მხარდაჭერა არის პირველ რიგში, მორალური ვალდებულება, მაგრამ ამასთანავე, არის ჩვენი ეროვნული ინტერესი. ჩვენ კარგად ვხედავთ, როგორ სამარცხვინოდ იქცევა ჩვენი მოღალატე რეჟიმი ამ ვითარებაში.

დღეს ამ ტრაგედიის ფონზე, ივანიშვილის პროპაგანდის გზავნილი დღეს ყველამ მოვისმინეთ, კერძოდ გოგა ხაინდრავას პირით ნათქვამი, კვლავ ნიშნის მოგებით საუბარი, მითითება იმაზე, როგორ დაიჩაგრა უკრაინა და ამას მხოლოდ ერთადერთი მიზნით აკეთებენ, რომ ომის შიშით, მსხვერპლის შიშით, საქართველოში ძალაუფლება გაიმყარონ და ჰქონდეთ გზავნილი, რომ დანებება არის თურმე გამოსავალი და “ჩაწოლა” და პოზიციის არ დაფიქსირება არის ჩვენი შვილების გადარჩენა. ამაზე უზნეო და მოღალატეობრივი გზავნილი რთული წარმოსადგენია. სიმართლე სრულიად საპირისპიროა.

დღეს უკრაინელი ხალხი გმირულად იბრძვის და მსხვერპლის გაღება სჭირდება, რადგან ჩვენ და უკრაინამ ვერ შევძელით ამ საბჭოთა ჭაობიდან გაღწევა”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის წინ უკრაინელი აქტივისტები აქციას – “რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა” მხარს უჭერს და უერთდება პარტია “დროა”.

“ტერორისტულმა ქვეყანამ, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა და განაგრძობს მასიურ სარაკეტო და საჰაერო იერიშებს უკრაინის ტერიტორიაზე, იყენებს თავდასხმის უპილოტო საფრენ აპარატებს.

მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს მათი დანაშაულების შესახებ! ამიტომ, დღეს 20:00 საათზე გამოვდივართ აქციაზე საქართველოს პარლამენტთან. ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას.

თან იქონიეთ უკრაინული სიმბოლოები და პლაკატები”,- წერია აქციის აღწერაში.

უკრაინის მასშტაბით განგაშის სიგნალებია – კიევში არიან დაღუპულები და დაჭრილები

„დაიცავით ცა უკრაინის თავზე! ეს დაიცავს ევროპის მომავალს.. ჩვენი გამბედაობა არასოდეს განადგურდება ტერორისტების რაკეტებით“ – რა განცხადებებს აკეთებენ უკრაინის ხელისუფლებაში ოკუპანტების მორიგი თავდასხმების შემდეგ

„ყოველთვის გახსოვდეთ: უკრაინა იყო ამ მტრის გამოჩენამდე, უკრაინა იქნება მის შემდეგ“ – ზელენსკი კიევის ქუჩებიდან ვიდეო მიმართვას ავრცელებს

„პუტინის შეჩერება მეტი იარაღით და არა მხოლოდ სიტყვებით“ – როგორ ეხმიანებიან მსოფლიო ლიდერები კიევზე დღევანდელ შეტევას

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g