Facebook” საჯარო გვერდებიდან, რომლებსაც მხატვრები, საზოგადო მოღვაწეები და ბრენდები იყენებენ, ”მოწონებების” ღილაკს აუქმებს. ამის შესახებ კომპანიამ, ინფორმაცია პირად ბლოგზე გაავრცელა.

Facebook გვერდები აჩვენებს მხოლოდ მიმდევრებს და ექნებათ ახალი ამბები, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ჩაერთონ საუბრებში და ინტერაქტივებში, ურთიერთობდნენ თანატოლებთან და დაუკავშირდნენ თაყვანისმცემლებს.

”ჩვენ მოვაშორებთ მოწონებებს და ყურადღებას მიმდევრებზე (გამომწერებზე) გავამახვილებთ, რათა ხალხს  თავიანთ საყვარელ გვერდებთან კავშირი გავუმარტივოთ ანუ, იქნება გამომწერები და არა მომწონებლები”. – აღნიშნულია, ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ცვლილებები ძირითადად ისეთ ფეისბუქგვერდებს შეეხება, როგორიცაა ცნობილი სახეების, ბრენდების და ხელოვანების ოფიციალური გვერდები.

ნანკა ქოქიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები