LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფეისბუქი” კორონავირუსთან დაკავშირებულ ყველა ყალბ ინფორმაციას წაშლის

2667
pjimage

“ფეისბუქი” წაშლის ყველა პოსტს, ფოტოს და ვიდეოს, რომელიც კორონავირუსის შესახებ ყალბ ინფორმაციას გაავრცელებს.

“ვიწყებთ ცრუ ინფორმაციის ან კონსპიროლოგიური შინაარსის შემცვლელი თეორიების წაშლას, რომლებიც გლობალური ან ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების აზრით, შესაძლოა, იმ ადამიანებს მიაყენონ ზიანი, რომლებიც ამ ინფორმაციას დაიჯერებენ” – წერია “facebook”-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოციალურ ქსელურმა გიგანტმა ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლა ხუთშაბათს დაიწყო.

“ფეისბუქის” ადმინისტრაციის განცხადებით, ეს გადაწყვეტილებაა წამყვანი გლობალური ჯანდაცვის ორგანიზაციების და ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების რჩევის შემდეგ მიიღეს.

დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ - ლადო კახაძე კორონავირუსზე (ვიდეო)

კახაძე საზოგადოებას მოუწოდეს თავშეყრის ადგილებში მოხვედრას თავი აარიდონ.

უახლესი მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 213 ადამიანია დაიღუპა, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა 10 ათასამდეა. ვირუსი ჩინეთის გარდა კიდევ 18 ქვეყანაში ფიქსირდება.

გლობალური საფრთხე: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები