ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი რუსეთ-უკრაინის ომის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე რადიკალურად განწყობილი პოლიტიკოსია. საბრძოლო მოქმედებების დასაწყისიდანვე მის მიმართ ნდობა და ინტერესი ერთი ორად გაიზარდა.
ბორის ჯონსონი: დიდი ბრიტანეთი უკრაინელებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას არ გეგმავს
როგორც ცნობილია, ჯონსონს მესამე ცოლი და 7 შვილი ჰყავს. მას გასული წლის ბოლოს ქალიშვილი შეეძინა. ორი უმცროსი შვილი მას მესამე მეუღლისგან ჰყავს. ერთი ქალიშვილი ქორწინების გარეშე შეეძინა. 4 შვილი კი მეორე ცოლთან, იურისტ მარინა უილერთან ეყოლა.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ მისი 24 წლის ქალიშვილი კასია ჯონსონი ოფიციანტად მუშაობს. გავრცელდა მისი ინტერვიუც, რომელიც გოგონამ „დეილი მეილს“ მისცა.
„როდესაც იგებენ, რომ მამაჩემი პრემიერ-მინისტრია, ისე მიყურებენ, თითქოს არანორმალური ვიყო. მას შემდეგ, რაც მამაჩემი სარესტორნო ბიზნესის შევიწროებაში დაადანაშაულეს, მეც დამნაშავესავით დამიწყეს ყურება, თითქოს მეც ბრალი მედება რამეში“, – აცხადებს კასია.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს მეშვიდე შვილი, გოგონა შეეძინა