LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს მეშვიდე შვილი, გოგონა შეეძინა

298
47328675-0-image-a-10-1630417449540

ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონსა და მის მეუღლეს, ქერის პატარა გოგონა შეეძინათ. ეს წყვილისთვის მეორე შვილია. ბორის და ქერი ჯონსონები ლონდონის ცენტრალურ ჰოსპიტალთან დილის საათებში დააფიქსირეს, მალევე კლინიკა მთლიანად უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დაიკავეს. ოფიციალურმა ცნობებმაც არ დააყოვნა და ცნობილი ხდება, რომ წყვილს გოგონა შეეძინა. რაც ეხება ბორის და ქერი ჯონსონების უფროს ვაჟს, ულფრედს, ის 2020 წელს დაიბადა.

ბორის ჯონსონის 1 წლის შვილი დიდი შვიდეულის სამიტზე – პატარა უილფრედმა მსოფლიო ლიდერები გაამხიარულა

ბორის ჯონსონი პირველად 1987 წელს დაქორწინდა და პირველი შვილი ორლანდოც მალევე დაიბადა. 1993 წელს ჯონსონმა ცნობილი ტელეწამყვანის, ჩარლზ ულერის ქალიშვილზე იქორწინა, წყვილის ქორწინებამ 25 წელს გასტანა და ამ ურთიერთობიდან მას 4 შვილი ჰყავს. 2009 წელს ცნობილი გახდა, რომ ბორის ჯონსონს კიდევ ერთი შვილი შეეძინა ქალბატონისგან, რომელთანაც საიდუმლო რომანი ჰქონდა. ჯამში ბორის ჯონსონს უკვე 7 შვილი ჰყავს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ცოლმა ქორწილისთვის კაბა 45 ფუნტად იქირავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g