,,ბარბერის” მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა რიკარდო ტიშიმ საშემოდგომო კოლექციის სახედ 34 წლის ირინა შეიკი აარჩია. მოდელმა „ინსტაგრამზე“ ახალი კოლექციიდან რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ „ბარბერის“ მოდის სახლი არც ამჯერად ღალატობს ბრიტანულ ტრადიციებს. ამჯერად კოლექციის თემა ორეულებია, რამაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ირინა ახალ ფოტოებზე თითქოს საკუთარი ჩრდილის ფონზე პოზირებს

ახალი ფოტოები ძალიან ორიგინალური გამოვიდა. აქ სჭარბობს შავი და ყვითელი ფერის სამოსი. ანსაბლს კი ბოლო დროის ყველაზე პოპულარული აქსესუარი, სახის ნიღაბი ასრულებს.

 

 

მსგავსი თემები