LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კახა კალაძე კლინიკიდან გაწერეს

221
BeFunky-collage (3)

თბილისის მერმა საავდმყოფო რამდენიმე წუთის წინ დატოვა. პირველ ფოტოს კლინიკიდან მანანა თოქმაჯიშვილი ავრცელებს.

კალაძის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოუწევს, სახლში მკურნალობის გაგრძელება.

“უკეთესად ვგრძნობ თავს” – აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისის მერი რამდენიმე დღეა ბოხუას სახელობის კლინიკაში მკურნალობს. მან რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო კვლევებისთვის იმყოფებოდა და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებდა.

კალაძის საბოლოო დიაგნოზი ვესტიბულოპათია იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g