პრინცი ფილიპის დაკრძალვაზე ქეით მიდლტონმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მომავალი დედოფლობისთვის მზადაა. მან პუნქტებად გათვალა ყველა დეტალი, დაწყებული კაბიდან, დამთავრებული აქსესუარებით. ის საოცრად ელეგანტური, დახვეწილი და თან კლასიკური ჩანდა „როლანდ მორეტის“ შავ სამგლოვიარო კაბაში. კაბას დიდი ზომის ბაბთა ამშვენებდა და სხვა დეტალი მას არ ჰქონდა. სამაგიეროდ აქცენტები ქეითმა შლაპაზე, ვუალსა და პირბადეზე გადაიტანა. რაც ეხება კაბას, მისი ღირებულება 8 ათასი დოლარია.
ცალე აღნიშვნის ღირსია მარგალიტის მძივი, რომელიც ქეითს დედოფალმა აჩუქა. ეს გახლავთ დედოფლის საყვარელი სამკაული, რომელიც თავის დროზე მონარქმა პრინცესა დიანას უსახსოვრა. მედიაში წერენ, რომ ამ ჟესტით ქეითმა სწორედ დედოფალს მიაგო პატივი.