LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: სალომე ზურაბიშვილი შიდამოგზაურობას აგრძელებს

648
82056666-5395352073815592-3266384232110618184-o

პრეზიდენტი შიდა ტურიზმის გასავითარებლად საქართველოს სხვადასხვა კუთხის დათვალიერებას აგრძელებს და ამჯერად გურიაში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სოფელ აცანაში გადაღებულ ფოტოებს და პოსტს აქვეყნებს.

“სოფელი აცანა გურიის ქედის სამხრეთით, მდინარე აცაურას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 150 მეტრზე მდებარეობს.
მდინარე აცაურას თითქმის მთლიან სიგრძეზე, 16 კილომეტრზე მიუყვება საქუხიას კანიონი, სადაც ჩაედინება საქუხიას ჩანჩქერი.
სოფელი მრავალფეროვანია ასევე ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. სოფელში, ოქონას მთაზე დგას შუა საუკუნეების, მონასტერი – ოქონის მონასტერი გალავნით.
ადგილობრივების განცხადებით, აქვე ინახება მე-12 საუკუნის საჯილდაო ქვა, რომლის აწევაშიც მამაკაცები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ.
#აღმოაჩინესაქართველო
#იმოგზაურესაქართველოში”, – წერს ზურაბიშვილი.

ვიდეო: „აღმოვაჩინოთ სხვანაირი საქართველო“ – პრეზიდენტმა შიდამოგზაურობა დაიწყო

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g