LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: სურამის ახალი სიცოცხლე – გაეცანით პროექტს, რომელიც ცნობილ დაბას გამოაცოცხლებს

183
ipiccy-image

პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“-ის ფარგლებში, კომპანია „ოუქლენდმა“ დაბა სურამის ტერიტორიაზე, ყოფილი დიმიტროვის ბაღში, დასასვენებელ-საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით, 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინა.

კომპანია „ოუქლენდმა“ სანატორიუმის ტერიტორიაზე არსებული ტყის მასივის გაჯანსაღების გეგმა სპეციალისტების დახმარებით შეიმუშავა და რეგიონში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ, მომხმარებელს სრულიად ახალ სიცოცხლეს შესთავაზებს.

დასასვენებელ-საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 7 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

პროექტის ფარგლებში, მუდმივ სამუშაო ადგილს 40-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები