თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯემალ სეფიაშვილის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
შესრულდა ყველა ჰიტი ცნობილი კომპოზიტორის რეპერტუარიდან.
საღამოს აქტიური მონაწილე იყო ჯემალ სეფიაშვილის ქალიშვილი, ცისანა, რომელმაც რამდენიმე სიმღერა შეასრულა.
ცისანა სეფიაშვილმა საღამოს განმავლობაში რამდენჯერმე გამოიცვალა და შესანიშნავად გამოიყურებოდა.
კონცერტი დასრულდა ცნობილი კომპოზიციით „გიხაროდენ“, რომლის შესრულებისას მაყურებელი ფეხზე წამოდგა და მელოდიას სიამოვნებით აჰყვა.
საღამოს ორგანიზება დავით ოქიტაშვილმა გაუწია.