ნუცა ბუზალაძე იუბილარია. ცნობილ მომღერალს 25 წელი შეუსრულდა.
დაბადების დღე ნუცამ ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად აღნიშნა.
“არ მჯერა, რომ 25 წლის ვარ.
უბრალოდ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ღმერთს წყალობისთვის.
ძალიან იღბლიანი ვარ ასეთი მეგობრები და ოჯახი რომ მყავს,”-წერს ნუცა და მიმდევრებს დაბადების დღეზე გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს უზიარებს.