31 მაისს ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, რუსა მორჩილაძის დაბადების დღეა. ავტორ-შემსრულებელი ყოველთვის პომპეზურად აღნიშნავს ხოლმე იუბილეებს და არც წლევანდელი დაბადების დღე ყოფილა გამონაკლისი.

რასაკვირველია, მის გვერდით უამრავი ცნობილი სახე, რუსას მეგობრები იყვნენ – მათ შორის ლელა წურწუმია, ეკა კახიანი, ნინი ქარსელაძე, ნინო ჩხეიძე, მარიამ კუბლაშვილი და სხვები.

ყველა მომღერალმა საყვარელ კომპოზიტორს სიმღერები მიუძღვნა, რუსა კი სიამოვნებით ცეკვავდა მათ გვერდით.

დაბადების დღე ტორტის ჩაქრობის გარეშე ვერ ჩაივლიდა და იუბილარს ტორტიც ჩააქრობინეს.

დაბადების დღიდან ვიდეოები ხათუნა ჟორდანიამ გამოაქვეყნა.

ფორტუნა ავტორი
ავტორი

მსგავსი თემები