ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოში მოგზაურობს.
ნანუკა სოციალურ ქსელში ულამაზეს კადრებს გვიზიარებს და აღნიშნავს, რომ ოცნება აისრულა.
„ოცნება ავისრულე. დავდივარ სოფლებში და ვნახულობ ისეთ საოჯახო სასტუმროებს, ისეთ ადგილებს, ენერგიებს, ისეთ ხალხს, ვამბობ, ჩემს ქვეყანას გაუმარჯოს. ვისაც ჯერ არ გაქვთ გადაწყვეტილი სად უნდა დაისვენოთ, ეს საქართველოა და ჰო, მართლა, თითქმის ყველგან ევროკავშირის დაფინანსება დამხვდა. სწორედ ევროპელი მეგობრები რომ არ ყოფილიყვნენ, აქედან ბევრი ადგილი არ იარსებებდა. დატკბით❤️
რაჭა, გურია, წალკა, გორი, ხულო, ქედა“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
აღსანიშნავია, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა წონაში საგრძნობლად დაიკლო და ბრწყინვალედ გამოიყურება.
სოციალური ქსელის მომხმარებლები ნანუკას მისამართით კომპლიმენტებს არ იშურებენ და ტელეწამყვანს უწერენ, რომ ასეთ ფორმაში ის არასდროს ყოფილა.
ნანუკამ რამდენიმე დღის წინ იუბილე აღნიშნა და საკუთარი ფოტოები სოციალურ ქსელში გაგვიზიარა.
შეიძლება ითქვას, რომ ნანუკა ფოტოებში მართლაც ბრწყინავს.
აღსანიშნავია, რომ ნანუკამ სწორი კვებით დაიკლო, ასევე ვარჯიშობდა. ტელეწამყვანი ასევე არ მალავს, რომ მიმართა პლასტიკურ ქირურგიასაც.
ფოტო: „კი ხარ ანგელოზივით და ულევ ბედნიერებას გისურვებ” – ნანუკა ჟორჟოლიანი იუბილარია
ფოტო: „კოსმოსი გოგო…სულ ასე იციმციმე და იკაშკაშე” – ნანუკა ჟორჟოლიანი საოცარ ფორმაშია
ვიდეო: ნანუკა ჟორჟოლიანი თავის დაბადების დღეზე თეთრ მოკლე კაბაში თვალისმომჭრელად გამოიყურება