LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები: ვერიკო ტურაშვილმა გოგონებისთვის კოლექცია შექმნა, რომელიც შვილს მიუძღვნა  

268
veriko-turashvili-newsss

ახლხან მომღერალი ვერიკო ტურაშვილი განსხვავებულ, დიზაინერის ამპლუაში ვიხილეთ. მან გოგონებისთვის კოლექცია შექმნა, რომლის ფოტოსესიაც გედა დარჩიამ გადაიღო. პატარებისთვის შექმნილი სამოსის ხაზი ძირითადად კაბებს აერთიანებს. ვერიკო ამ საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს.

ვერიკო ტურაშვილი:

ამ ყველაფერს ჯერჯერობით არცთუ სერიოზულად ვუყურებ, მაგრამ ჩემი უმცროსი შვილის, ნატაშკას ინსპირაციით შევქმენი მცირე კოლექცია, რომელშიც 10 კაბა გაერთიანდა. ამ საქმეში პარტნიორთან, ეკა მგალობლიშვილთან ერთად გავერთიანდი. ბრენდის სახელწოდებაა „ბამბაზია“.

მცირე ხნის წინ ჩემი ბავშვობის მეგობარმა, ნატალია გავარდაშვილმა, რომელსაც სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული, შექმნა საკუთარი ტანსაცმლის ხაზი. მის ფოტოსესიაშიც მივიღე მონაწილეობა, ერთ-ერთ მოდელს წარმოვადგენდი (იღიმის). მას აქვს თავისი სამკერვალო, რომლის ბაზაზეც შეიქმნა ჩემი კოლექციაც ბავშვებისთვის. ახალი კოლექციის შექმნას ვაპირებ, ბევრი იდეა მაქვს და მას უკვე შევკერავ საკუთარი სამკერვალოს ბაზაზე, რომელსაც მე და ეკა მგალობლიშვილი მალე გავაკეთებთ.

სად წარადგინე შენი პირველი კოლექცია?

„ბილტმორში“ საერთაშორისო სილამაზის კონკურსი გაიმართა, სადაც ჩემი ჩვენება გავაკეთე. ამ კაბებიდან რამდენიმე ჩვენების შემდეგ გაიყიდა. ჩემი არც ერთი მეგობარი არ დავპატიჟე, არავინ იცოდა და დღემდე ბევრმა არ იცის, რომ კოლექცია შევქმენი (იცინის). ამ ამბავს მაქსიმალური თავმდაბლობით ვაკეთებ. ვნახოთ, რა გამოვა.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g