LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნია: თითო ვაქცინირებულმა 1 ადამიანიც რომ დაარწმუნოს, ეპიდსურათი გაუმჯობესდება

125
BeFunky-collage (15)

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მნიშვნელობაზე საუბრობს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის წახალისებაში აცრილმა ადამიანებმაც მოხადინონ გარკვეული გავლენა.

ცერცვაძე ვაქცინაციაზე: ამაზე მეტი საინფორმაციო კამპანია, რაც საქართველოშია, უბრალოდ, შეუძლებელია

“დღეს მილიონამდე ადამიანი არის ვაქცინირებული. თითოეულმა ვაქცინირებულმა ადამიანმა რომ იმუშაოს კიდევ ერთ ადამიანთან იმისთვის, რომ დაარწმუნოს ის ვაქცინაციის აუცილებლობაში, ამით ჩვენი ეპიდემიოლოგიური სურათი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

მე ვიცი რაზეც უნდა ვიმუშაო, მაგრამ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაზიარების გარეშე ეპიდემიები არ დამთავრებულა არცერთ ქვეყანაში, ვერც ეს დასრულდება”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ნაკადის მართვა ჯერჯერობით დამატებითი საველე რესურსების მობილიზების გარეშეა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g