LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადმოკიდე დროშა 17 მაისს…გაანათე ანძა ლგბტ ფერებში” – “თბილისი პრაიდი” კალაძესა და მოსახლეობას მიმართავს

158
BeFunky-collage (1)

“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა დედაქალის მერს ოფიციალური წერილით მიმართეს და 17 მაისს, თბილისის ანძის ლგბტ დროშის ფერებში გაანათებისკენ მოუწოდეს.

როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი, თამაზ სოზაშვილი აცხადებს, ამ ჟესტით მთავრობა ხაზს გაუსვამს, რომ მზად არის ლგბტ თემის საჭიროებებზე იზრუნოს.

მისივე თქმით, 17 მაისს გაიმართება საპროტესტო ონლაინ აქცია-კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას თემის წევრებისა და მხარდამჭერების გარდა ხელისუფლების, ოპოზიციის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებიც მიიღებენ.

“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები სოციალურ ქსელში მოსახლეობასაც მოუწოდებენ, რომ 17 მაისს სახლებიდან თუ ოფისებიდან ცისარტყელას დროშა გადმოფინონ.

“17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა! მდგომარეობის პირობებში, როდესაც პირისპირ ვერ ვხვდებით ერთმანეთს, როდესაც საპროტესტო აქციების გამართვა აკრძალულია, საკუთარი სახლებიდანაც შეგვიძლია მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ თანასწორობისთვის ბრძოლაში.
ქვიარ ადამიანებს ხშირად გვიზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას. ცისარტყელას დროშა, რომელიც სიამაყის და მრავალფეროვნების სიმბოლოა, ჩვენს რეალობაში ჩაგვრისა და დისკრიმინაციის საფუძვლად არაერთხელ ქცეულა. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული თვითგამოხატვის პირობებშიც კი, ერთი ნაბიჯი გადავდგათ წინ მიმღებლობისკენ.
გადმოფინეთ ცისარტყელას დროშა სახლებიდან, ოფისებიდან, ბარებიდან, აივნებიდან თუ ფანჯრებიდან 17 მაისს. ერთად გავაფერადოთ თბილისი!

ჩართვის მსურველები დაგვიკავშირდით და თბილისი პრაიდის აქტივისტები მოგაწვდიან დროშას,”- წერია განცხადებაში.

 

 

პოპულალურები