LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაძვირდება, თუ არა გაზი – დავით ნარმანიას პროგნოზი

143
tav

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით ნარმანიას ვარაუდით, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების განსაკუთრებული ზრდა მოსალოდნელი არ არის.

„ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით, ზრდასთან დაკავშირებით რაიმე სახის განსაკუთრებული მოლოდინი არ არსებობს. ეს არის ბუნებრივი პროცესი, როდესაც სემეკ-ის შესაბამისი სამსახურები აკეთებენ წარმოდგენილი განაცხადების შეფასებას, კალკულაციას. ამის შემდეგ, მოგვიანებით იქნება ცნობილი ეს საკითხი”, – აღნიშნა ნარმანიამ.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, ნარმანიას თქმით, მიუხედავად ელექტროენერგიის იმპორტის ზრდისა, ამ მიმართულებით ტარიფების გადახედვა არ იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g