LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიანე კარაპეტიანი: „გავიგე, რომ ცოლი მოიყვანა… ნერვიულობისა და წამლებისგან სიმსივნე დამემართა…“

24762
gaianekarapetiani2011

„მასტერშეფის“ მეოთხე სეზონის ყველაზე პოზიტიური მონაწილე, გაიანე კარაპეტიანი, რომელიც მაყურებელმა ძალიან შეიყვარა, ჟურნალ „სარკესთან“ ცხოვრების რთულ ეპიზოდებზე და მძიმე დიაგნოზზე საუბრობს.

როგორ გაიანე ჟურნალთან საუბრისას ჰყვება, პირველად 15 წლის ასაკში დაქორწინდა და ორი შვილი გააჩინა, თუმცა ქმარმა უღალატა. მეორედ კი მეგობრის ძმას მოეწონა, რომელიც აშშ-ში ცხოვრობდა, თუმცა ახლობელებს არ მოსწონდათ, რომ გაიანეს შვილები ჰყავდა. წყვილმა მაინც გადაწყვიტა დაქორწინება, მომავალმა ქმარმა კი გაიანეს სთხოვა, ექიმთან მისულიყო და მოწესრიგებულიყო ბავშვის გასაჩენად. ექიმმა, როგორც „სარკის“ რესპონდენტი ჰყვება, ჰორმონები დაუნიშნა… „ყველაფერი ჩაგვეშალა, არც თვითონ ჩამოვიდა და არც მე წავედი“, იხსენებს „მასტერშეფის“ მონაწილე.

„შემდეგ ჩამოვიდა, მაგრამ მაინც ვერ აღვადგინეთ ურთიერთობა. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ცოლიც მოიყვანა. ისეთ დღეში ჩავვარდი, ოთხი თვე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი. ნერვიულობისა და წამლებისგან ჯანმრთელობა დამიზიანდა… მკერდის კიბო აღმომაჩნდა, ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, იმ წამლებმა გამოიწვია, რომლებიც ბავშვის გასაჩენად დავლიე და ასევე – ნერვიულობამ.

ყველაფერი გავყიდე, რისი გაყიდვაც შემეძლო და რითი აღარ ვიმკურნალე, საშვილოსნო ამომიღეს, რომ სიმსივნე იქაც არ გადასულიყო. ახლა 43 წლის ვარ. 9 თვე გავიდა, რაც ოპერაცია გამიკეთეს, ნერვიულობისგან დიაბეტიც დამემართა.

მეუბნებიან, რომ ისეთი ანალიზები მაქვს, შანსი მაქვს, კიდევ დიდხანს ვიცოცხლო. 6 თვეში ერთხელ უნდა ვიარო შემოწმებაზე, ანუ გადავრჩი!. ხალხი ამ დიაგნოზით მრავალი წელი ცხოვრობს და მეც ვიცოცხლებ“.

როგორც გაიანე ამბობს, „ახლა ვარ პუტკუნა, წამლებმა გამასუქა, თორემ ისეთი ლამაზი და გამხდარი ვიყავი…“

 

ფოტო: გიორგი ცაავა

აღებულია „მასტერშეფის“ ოფიციალური „ფეისბუქ“-გვერდიდან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები