„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ყველაზე მეტ რესპონდენტს (88%) პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.
კვლევის თანახმად, მეორე ადგილზეა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე 51%-ით, ხოლო მესამეზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი – 44 %-ით.
საერთო რეიტინგები კი შემდეგნაირად გამოიყურება:
პატრიარქი ილია მეორე – 88 %;
კახა კალაძე – 51 %;
ირაკლი ღარიბაშვილი – 44 %;
ანა დოლიძე – 40 %;
სალომე ზურაბიშვილი – 38%;
დავით უსუფაშვილი – 38%;
ნინო ლომჯარია – 38 %;
გიორგი გახარია – 37%;
გიორგი ვაშაძე – 37%;
ბიძინა ივანიშვილი – 36%;
ირაკლი კობახიძე – 34%;
ელენე ხოშტარია – 33%;
მიხეილ სააკაშვილი – 33%;
შალვა ნათელაშვილი – 33%;
ნიკა მელია – 32%;
ხატია დეკანოიძე – 31%;
ალეკო ელისაშვილი- 30%;
მამუკა ხაზარაძე – 29%;
შალვა პაპუაშვილი – 28 %;
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 26 %;
ბადრი ჯაფარიძე – 23%;
გიგა ბოკერია – 17 %;
ხათუნა სამნიძე – 15 %.
IRI-ის კვლევა: გამოკითხულთა 85% სრულად ან მეტ-ნაკლებად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.
მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.