LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: 6000 მწოლიარე პაციენტიდან დაახლოებით 95% აუცრელია

131
BeFunky-collage (2)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ჰოსპიტლებში მწოლიარე პაციენტების დაახლოებით 95% აცრილი არ არის.

ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ  ბუსტერი სერიოზულად იცავს ინფიცირებისგან, მათ შორის ომიკრონის შემთხვევაში, ასევე ჰოსპიტალიზაციისა და ფატალური გამოსავლისგან.

“დღეს მწოლიარე 6 000 პაციენტიდან 95%-მდე არის აუცრელი. ხაზი უნდა გაესვას, რომ აცრა, განსაკუთებით ბუსტერი, იცავს „ომიკრონის“ შემთხვევაში გართულებისგან და ფატალური გამოსავლისგან. დღეს „ომიკრონთან“ საბრძოლველად ორი მთავარი იარაღი რჩება – პირბადე და ვაქცინაცია.

ამიტომ პირბადეს ჩვენ ჯერჯერობით ვერც ღია და ვერც დახურულ სივრცეებში ვერ შეველევით. ეს ჯერჯერობით ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი წესი უნდა გახდეს. „ომიკრონი“ და კოვიდინფექცია არ მორჩება ერთ დღეს. არ იქნება, გავიღვიძებთ ხვალ და არ იქნება პანდემია, ეს ნელ-ნელა უნდა მინელდეს. იცით, არის ძირითადი შეხედულება, რომ კორონავირუსი გადაიქცეს ენდემურ სეზონურ ინფექციად. ვნახოთ, უნდა დავაკვირდეთ. უნდა ვიყოთ ფრთხილად.

როგორც გითხარით, პანდემიის დასრულების გზა გადის ორ რამეზე, ეს არის პირბადის ტარება და ვაქცინა. სხვა ჯერჯერობით არ არის. ახლა მალე იქნება წამალი, რომელსაც იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი დაგიდასტურდათ, მიიღებთ პირველი ხუთი დღე და 90 პროცენტით იქნება ადამიანი დაცული ჰოსპიტალიზაციისგან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვრცლად:

გამყრელიძე: ქვეყანა ელოდება ანტივირუსულ ახალ წამალს, რომელსაც გართულებებისგან 90 %-იანი დაცვა აქვს

პოპულალურები