LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მეორე ტალღასთან კავშირში არ არის

99
BeFunky-collage (3)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა, ქვეყანაში ვირუსის მეორე ტალღა ჯერჯერობით, არ გვაქვს.

ინფექციონისტი ვარაუდობს, რომ ვირუსის მეორე ტალღა შემოდგომაზე, ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში იქნება.

“არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მეორე ტალღასთან დაკავშირებული არ არის. ეს ძირითადად პროგნოზირებადი იყო, როდესაც შემსუბუქების პოლიტიკა დაიწყო, გავხსენით საზღვრები და მიმოსვლა უფრო ფართო გახდა, გააქტიურდა შიდა ტურიზმი, ეს პროგნოზირებადი იყო, რომ გარკვეული მატება გვექნებოდა, ამიტომ ეს არ არის მეორე ტალღა.

რუსულ ვაქცინას კვლევები არ გაუვლია, ამიტომ სკეპტიკურად უყურებენ: ამირან გამყრელიძე

ჩამოყალიბებული კრიტერიუმების არსებობა, როდის და რანაირად დაიწყება მეორე ტალღა რთული საკითხია, ამას ვერ ვიტყვით.

მისი დაწყება ალბათ უფრო მეტად მოსალოდნელია შემოდგომაზე, როდესაც დაიწყება რესპირაციული ცივი სეზონი და ეს ჩევნთან არის უფრო ოქტომბრის ბოლო, ნოებრის შუა რიცხვებიდან”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.