BBC-მ გამოუშვა დოკუმენტური ფილმი, რომელიც „გეიმერებს“ ეძღვნება და კომპიუტერული თამაშების დადებით მხარეს ასახავს. ასეთი დასკვნა კი სპეციალისტებმა დიდი ბრიტანეთის 66 მილიონიანი მოსახლეობის შესწავლის შემდეგ მიიღეს. საქმე ისაა, რომ ქვეყანაში კომპიუტერული თამაშები ძალიან პოპულარულია და 32 მილიონი „გეიმერი“ ცხოვრობს.

აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა 21 წლამდე თამაშში საშუალოდ 10 ათას საათს ხარჯავს. რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე ის დრო, რომელსაც მოზარდები სკოლაში სწავლის დროს ატარებენ.

ფილმის შემქმნელები არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ უწყევტი თამაში შესაძლოა ძალიან საზიანო იყოს, თუმცა, იმასაც აღნიშნავენ, რომ თამაშს ბევრი სარგებელიც მოაქვს.

BBC-ის კვლევის მიხედვით, „გეიმერებს” მრავალფეროვანი  დავალებების უკეთ შესრულება შეუძლიათ, ისინი გადაწყვეტილებების მიღებასაც უფრო ეფექტურად ახერხებენ და დეტალების მიმართაც ძალიან ყურადღებიანები არიან.

ექსპერიმენტის ფარგლებში ერთმანეთს გეიმერები და კომპიუტერული თამაშებისგან შორს მყოფი ადამიანები შეადარეს და ისინი გადაწყვეტილებების მიღებაში დატესტეს.

შედეგად, გეიმერებმა 90%-იან წარმატებას მიაღწიეს, რაც დეტალების გათვალისწინების დამსახურება იყო. რაც შეეხებათ არა-გეიმერებს, მათ შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილებების მაჩვენებელი მხოლოდ 69.7% იყო.

ექსპერტებმა ისიც აღნიშნეს, რომ კომპიუტერული თამაშები იმ ადამიანებსაც ეხმარება ვისაც მენტალური პრობლემები აქვს ან სოციუმში ინტეგრაცია უჭირს.

მსგავსი თემები