LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიამ საქართველოს საზღვარი გაუხსნა

145
Germany-59884029d48c3 (1)

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსის გამო ქვეყანაში შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს 2 ივლისიდან აუქმებს.

ინფორმაცია  გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. საქართველოს გარდა საზღვარი 10 სახელმწიფოსთვის გახსნა. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს  შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა შეეხება ევროკავშირის არაწევრ 11 ქვეყანას: ავსტრალიას, საქართველოს, იაპონიას, კანადას, მონტენეგროს, ახალ ზელანდიას, სამხრეთ კორეას, ტაილანდს, ტუნისს, ურუგვაისა და ჩინეთს.

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს მიიღო.  შეზღუდვების მოხსნა არ შეეხება იმ ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებს შეზღუდვები მანამდე ევროკავშირმა მოუხსნა, მათ შორის იაპონიას, სამხრეთ კორეას და ჩინეთს.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. მათ შორის არის საქართველოც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები